"სოვეტსკი სპორტის" მომხმარებლებმა, ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო გამთამაშებლად დაასახელეს. "როსტოვის" ქართველმა ლეგიონერმა 586 ხმა მოაგროვა, მეორეზე რომან შიროკოვი ("კრასნოდარი') გავიდა 461 ხმით, მესამეზე კი – პორტუგალიელი მიგელ დანი ("ზენიტი") 319 ხმით. სულ, 6 გამთამაშებელი იყო შერჩეული.
გამოკითხვა 24 აპრილიდან მიმდინარეობდა. 21 მატჩი, 3 გოლი, 7 საგოლე პასი – ასეთია ჯანოს სტატისტიკა მიმდინარე პრემიერლიგაში. ამას გარდა, ანანიძე მშვენივრად თამაშობდა თასზე და მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ "როსტოვი" ფინალშია გასული. 8 მაისს "როსტოვ"_"კრასნოდარის" ფინალი გაიმართება.