ფეხბურთი

22:37 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე - "როსტოვშიც" სკამიდან

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ჯანო ანანიძის "როსტოვმა" "კრასნოდართან" შინ 2:2 ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო 25 წუთი გაატარა მინდორზე - წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ვეღარ გაამწვავა როსტოველთა შეტევები.

ყაზანის "რუბინმა" შინ 2:1 მოუგო "ზენიტს", თუმცა საბა კვირკველიას არ უთამაშია: სათადარიგოებში გახლდათ. 

ლატვიის თასის მერვედფინალში გოლი გაიტანა ირაკლი კლიმიაშვილმა. "სკონტოს" ნახევარმცველმა "რიგასთან" 5:0 მოგებულ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 79-ე წუთზე გაიტანა. ეს კლიმიაშვილის პირველი გოლია ლატვიაში, სადაც ბოლნისის "სიონიდან" ამ ზაფხულს გადავიდა.

ფინეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში წააგო ირაკლი სირბილაძის "ინტერმა", კერძოდ, "ივასკილასთან" გასვლაზე 0:2. სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი მე-10 (ბოლოდან მესამე) საფეხურზეა.

0.118438