ფეხბურთი

18:48 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე “როსტოვს” დაუბრუნდა

 

“როსტოვის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “როსტოვის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გორში, სლოვაკეთის 21-წლამდელებთან მატჩის დროს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოთამაშე ანანიძემ ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიზიანა. ამის გამო, მან გასულ ტურში სტუმრად “ზენიტთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში ვერ ითამაშა. როსტოველთა ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის საექიმო შტაბმა ანანიძე მოედანზე ნავარაუდევზე სწრაფად დააბრუნა.

0.115559