ფეხბურთი

20:47 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე – 3 მატჩი, 3 გოლი

 

ჯანო ანანიძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი. “როსტოვის” ქართველმა ნახევარმცველმა “კრასნოდართან” გასვლაზე, 45-ე წუთზე გახსნა ანგარიში: არტიომ ძიუბას თავური მეკარემ მოიგერია, ჯანომ კი ორიოდე მეტრიდან ზუსტად დაამატა. მთლიანობაში, ანანიძემ კარგი მატჩი ჩაატარა, აქტიური გახლდათ და ამწვავებდა თამაშს. ის 84-ე წუთზე შეცვალეს. 

“როსტოვმა” ეს შეხვედრა 2:0 მოიგო და მერვე ადგილზეა. 

რუსეთში “ანჟიმ” შინ 4:0 გაანადგურა მოსკოვის “დინამო” და გია გრიგალავამაც შეუცვლელად ითამაშა. ქართველი მცველი შეტევებისთვისაც ხშირად იცლიდა. “ანჟი” ბოლო ადგილზე რჩება.

ანანიძის გოლი

 

http://www.youtube.com/watch?v=4ywqulDg6CU

0.114573