ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟების პრეტენდენტთა ტურნირზე მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), რომელიც შავებით თამაშობდა, სერგეი ანდრეიკინს (რუსეთი) დაუზავდა. ყაიმის მიუხედავად, ანანდმა ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა, რომელსაც 5 შესაძლებლობიდან 3,5 ქულა აქვს.
V ტურის ტექნიკური შედეგები:
სერგეი ანდრეიკინი (რუსეთი)-ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) 0,5:0,5; დმიტრი კარიაკინი (რუსეთი)-შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5; ვლადიმერ კრამკინი (რუსეთი)-ლევონ არონიანი (სომხეთი) 0,5:0,5; პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) 1:0
სატურნირო მდგომარეობა: V ტურის შემდეგ: 1. ანანდი – 3,5; 2-4. კრამკინი, სვიდლერი, არონიანი – 3,0; 5-7. ტოპალოვი, კარიაკინი – 2,0; 8. ანდრეიკინი – 1,0.