ჭადრაკი

0:36 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანდი არონიანს ნახევარი ქულით უსწრებს

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირს 6 ტურის თავზე ერთპიროვნულად ლიდერობს მსოფლიოს ექსჩემპიონი ვიში ანანდი (ინდოეთი, 2773), რომლის აქტივშიც 4.0 ქულაა.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ლევონ არონიანი (სომხეთი, 2826), ხოლო III–VI ადგილებს 3.0 ქულით ინაწილებენ: მსოფლიოს ექსჩემპიონები – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2787), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2785), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2758) და შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2757). მე-7 ადგილზე სერგეი კარიაკინია (რუსეთი, 2766) – 2.5 ქულით, მერვეზე კი ანდრეი დევიატკინი (რუსეთი, 2709) იმყოფება 2.0 ქულით.

მონაწილეები მორიგი ტურის პარტიებს 21 მარტს  გამართავენ. პრეტენდენტთა ასპარეზობა 8 მონაწილეს შორის 2 წრედ ტარდება და გამარჯვებული მოჭადრაკე მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

ადგილების გაყოფის შემთხვევაში პირველ პლანზე პირადი შეხვედრები დადგება, შემდეგ კი მოგებათა რაოდენობა და ზონნებორნ-ბერგერის კოეფიციენტი მოდის. იმ შემთხვევაში თუ სამივე მაჩვენებელი თანაბარია, 31 მარტს ტაი-ბრეიკები გაიმართება.

0.119125