ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი მიდლენდის 100-ათასიანი ტურნირის ერთეულთა შეჯიბრს კი გამოეთიშა, თუმცა, წყვილებში წარმატებული სტარტი აიღო.
ტატიშვილის და ბრიტანელი ჰიზერ უოტსონის მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ამერიკელების – ეიჟა მუჰამადის და ტეილორ ტაუნსენდის ტანდემს დაუპირისპირდა და 6:4, 7:5 იმარჯვა.
მეოთხედფინალში ანა და ჰიზერი ლატვიელ ლიგა დეკმეიერეს და ჩეხ ნიკოლა ფრანკოვას დაუპირისპირდებიან, რომელთაც გზიდან იტალიელი მარია-ელენა კამერინი და სერბი ვესნა დოლონცი ჩამოიცილეს – 6:3, 4:6, 10:4.