თამაშგარე

15:44 | 17.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანა კურნიკოვა - ყველაზე სექსუალური სპორტსმენი

ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ, ყველაზე სექსუალური ქალი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. მეათე ადგილი საკალათბურთო მატჩებზე მოცეკვავე გოგონას, რომი ბინს ერგო. მეცხრე საფეხური 30 წლის ამერიკელმა მოცურავემ, ამანდა ბერდმა დაიკავა.  მერვე პოზიცია 25 წლის რუს ჩოგბურთელს, მარია კირილენკოს ხვდა წილად. მეშვიდე – 34 წლის ამერიკელი მორბენალი, ჯენი ადამსია. მეექვსე ადგილი ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდის, რონალდოს ყოფილ შეყვარებულს, 33 წლის მოდელსა და წამყვან - დანიელა ჩიკარელის ერგო. მეხუთე პოზიცია 25 წლის რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ მიისაკუთრა. მეოთხე – კალიფორნიელი მოცურავე, ჰეილი კოფია. ბრინჯაო, ჭოკით სიმაღლეზე მხტომელმა, ალისონ სტოქმა დაისაკუთრა. ვერცხლი, ბრაზილიელ მოცურავე ტყუპებს – ბია და ბრანკა ფერესებს ერგოთ. ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად კი, 30 წლის ყოფილი ჩოგბურთელი, რუსი ლამაზმანი, ანა კურნიკოვა  დასახელდა.
 

0.175613