თამაშგარე

10:47 | 30.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანა კურნიკოვა ოფიციანტობაზე ოცნებობდა

ყოფილ საბჭოთა კავშირში “თანასწორობის“ ფუჭი იდეა იმდენად იყო ფესვგადგმული, რომ ბავშვებსაც კი ერთნაირი ოცნებები ჰქონდათ. ბიჭებს როგორც წესი მეხანძრეობა, მფრინავობა ან კოსმონავტობა სურდათ. გოგონები კი, მასწავლებლობაზე ან ექიმობაზე ოცნებობდნენ.
როგორც ჩანს, სხვათაგან მკვეთრად გამორჩეული ბავშვი ყოფილა, რუსი ჩოგბურთელი, ანა კურნოკოვა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ოფიციანტობაზე ოცნებობდა. ანას ბავშვობისდროინდელი ოცნებები უმეტესწილად დედამისს უკავშირდება. კურნიკოვას დედა სწორედ ოფიციანტად მუშაობდა.
“ჩემი თანატოლი გოგონები მასწავლებლობაზე და ექიმობაზე ოცნებობდნენ. მე კი ძალიან მომწონდა ოფოციანტობა და როდესაც ვუყურებდი დედაჩემს, მეც მინდოდა მის მსგავსად მემუშავა. დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო და რესტორანში ადამიანები ხშირად მის სანახავადაც კი დადიოდნენ” - იხსენებს ანა კურნიკოვა.   
 

1.548572