სერბი ჩოგბურთელი ქალი, ანა ივანოვიჩი ირწმუნება, რომ მის სხეულს ჯერ პლასტიკური ქირურგის ხელი არ შეხებია. არადა, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი გერმანული პლასტიკური ქირურგიის ცენტრის დირექტორი აცხადებდა, რომ სერბი ჩოგბურთელი მათი კლინიკის მუდმივი სტუმარი იყო.
“ანა ივანოვიჩი ჩვენთან რამდენჯერმე იყო და მისი სხეულის ფორმების დახვეწაში ჩვენი კლინიკის როლი დიდია. ანა ივანოვიჩი, რასაკვირველია, ისედაც ლამაზი ქალია, მაგრამ სპეციალისტების თუნდაც მცირედი ჩარევა ნებისმიერ ქალს სჭირდება” – ამბობს ერთ-ერთი გერმანელი ექიმი.
ანა ივანოვიჩის აზრით, გერმანელმა ექიმებმა ეს ყველაფერი მათი კლინიკისათვის კლიენტების მოსაზიდად და პრესტიჟის ასამაღლებად მოიგონეს. ჩოგბურთელი სხვა ახსნას ვერ პოულობს იმაში, რომ გერმანელმა პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებმა, ასეთი უხეირო ტყუილი მოიგონეს.