ვინ არ მოიხიბლება სერბი ჩიგბურთელი ქალის, ანა ივანოვიჩის ცქერით? განა არსებობს მამაკაცი, რომელსაც მშვენიერი ანია გულგრილს დატოვებს? ეს ყველაფერი ძალიან კარგად სცოდნია პოპულარულ გერმანულ საავტომობილო ფირმა ”ბე-ემ-ვეს” ხელმძღვანელებს, რომლებმაც სარეკლამო სახედ სწორედ სერბი ჩოგბურთელი აირჩიეს.
ანა გერმანული საავტომობილო გიგანტისაგან წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს. ანა ივანოვიჩი ”ბე-ემ-ვეს” როგორც სატელევიზიო სარეკლამო კლიპებში გაარეკლამებს, ასევე მისი მშვენიერი ფიგურა, სარეკლამო ბილბორდებზეც გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, ”ბე-ემ-ვეს” სარეკლამო სახეებად ძირითადად ცნობილი მოდელები და მსახიობები ჰყავდა არჩეული. ანა ივანოვიჩი პირველი სპორტსმენი ქალია, რომელაც ბუნდესქვეყნის ავტომწარმოებლებმა კონტრაქტი გაუფორმეს. ამ შემთხვევაში, გერმანელებს არჩევანს ნამდვილად ვერ დავუწუნებთ!