საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, თუმცა მეორე ლიგის გუნდები ერთმანეთთან “ამხანაგურ” შეხვედრებს მართავენ.
ჯერ უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს არა აქვს სტადიონი, პირობები და ხელფასები ნორმალურად, პირველ ლიგაში და მეორე ლიგაში კი საერთოდ საფეხბურთო გარემოზე საუბარი ზედმეტია.
გუშინ სენაკის “ეგრისმა” სტუმრად ჩხოროწყუში ამხანაგური მატჩი გამართა ჩხოროწყუს “სამეგრელოსთან”, თუმცა ძნელია ამ თამაშს ამხანაგური ვუწოდოთ რადგან, მატჩის ბოლოს ხელჩართული ჩხუბით დასრულდა შეხვედრა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მატჩის ამსახველ კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ უტყამენ ერთმანეთს ფეხბურთელები და გულშემატკივრები. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო და მეორე ლიგის გუნდები თამაშობდნენ, ჩხუბის დროს სტადიონზე ერთი პოლიციელიც არ იმყოფებოდა და მხოლოდ ჩხუბის ბოლოს “მობრძანდებიან” “სამართალდამცავები”.
ბაჩანა ჩიქობავა (“ეგრისის” მწვრთნელი): “ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ ინციდენტი ამოწურულია და ამ თემაზე არ მსურს საუბარი. ეს შეხვედრა 0:2 მოიგო “ეგრისმა.” 2 სექტემბერს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გვაქვს და ამ მატჩისთვის ვემზადებით.”
ედემი ელერჯია
https://www.facebook.com/photo.php?v=279336388936081&set=vb.100005791659640&type=2&theater