ფეხბურთი

12:53 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილს საიმედო გარჯა სიმბოლურით დაუფასეს

სამარას “კრილია სოვეტოვის” ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ინტერნეტგამოცემა championat.com-ის ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“მიმდინარე სეზონში ქართველ მცველს აღმასვლაც ჰქონდა დაღმასვლაც. თუმცა, “ტერეკთან” მატჩში ამისულაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ვერემკოს არყოფნაში ის მთელ დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობდა და ამის წყალობით სამარელები მწყობრად თამაშობდნენ. მეტოქისთვის ბურთის ართმევაშიც ალექსანდრე შეუცდომლად მოქმედებდა და გროზნოელების ყველა ცდა, რომ ვოლგისპირელთა საჯარიმოში შეეღწიათ აღკვეთა” – იუწყება championat.com-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის თაობაზე.

აქვე გეტყვით, რომ მე-15 ტურში “კრილია სოვეტოვმა” გროზნოს “ტერეკი” სტუმრად 1:0 დაამარცხა.


0.121002