ფეხბურთი

12:22 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილის ტაიმი, ქვილითაიას და ხუბუტიას ნახევარი საათი

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა სამარას “კრილია სოვეტოვმა”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის “დიორს” 2:0 აჯობა.
განვლილ მატჩში ამისულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. “დიორის” შემადგენლობაში მე-60 წუთზე გამოჩნდა გიორგი ქვილითაია, ხოლო რატი ალექსიძეს არ უთამაშია. სამარელებმა მე-16 და 22- წუთზებზე, კაბაიეროს მიერ შესრულებული დუბლის წყალობით მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ამისულაშვილმა “კრილიასთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ქვილითაია “დიორში” ისინჯება.
რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის აუტსაიდერი “მორდოვია”, რომელსაც აკაკი ხუბუტია დაემატა, თურქულ შეკრებაზე სპარინგში ყაზახურ “აკტობეს” დაუზავდა – 1:1. ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტოში იყო და 30-ე წუთზე შეცვალეს.
“კრასნოდარმა”, რომელიც სეზონის განახლებისთვის ესპანეთში ემზადება, ვარშავის “ლეგიასთან” სპარინგი 1:1 დაასრულა. კრასნოდარელთა შორის არ უთამაშია ქართველ მეკარე ნუკრი რევიშვილს, რომელიც ტრავმირებულია.

0.114829