სამარის "კრილია სოვეტოვის" მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი Championat.com-მა რუსული პრემიერლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. "კრილიას" ამ ტურამდე ქულა არ ჰქონდა და ამჯერად 1:1 ითამაშა მახაჩყალის "ანჟისთან". ამისულაშვილმა მართლაც კარგად ითამაშა, მეტწილად სამუელ ეტოოს წინააღმდეგ უწევდა მოქმედება და წარმატებითაც გაართვა თავი.
მართალია, ეტოომ გოლი გაიტანა, მაგრამ ქართველი მცველის ბრალი საერთოდ არ ყოფილა. ცნობისთვის, "კრილიადან" ტურის სიმბოლურში სხვა ფეხბურთელი არ მოხვედრილა.