ფეხბურთი

16:16 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი “მთვარის თასზე” დამარცხდა

სამარას “კრილია სოვეტოვი”, რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ამისულაშვილი იცავს, ჰონკონგში მიმდინარე ტურნირის “მთვარის თასის” ნახევარფინალში დამარცხდა.

რუსეთის პრემიერლიგის კლუბი “სიტიზენ კუენკა იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტებში სამარელმა ფეხბურთელებმა 3:4 წააგეს.

ამისულაშვილი სასტარტო შემადგნელობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-3 ადგილისთვის მატჩში “კრილის სოვეტოვი” “ტოკიოს” დაუპირისპირდება.

0.113531