აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, ჩიკაგოში ბრაზილიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 95:78 სძლია, თუმცა კი, ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ 5 ქულით იგებდა.
ამერიკელთა რიგებში საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ 20 ქულით, 8 მოხსნით და 5 დაფარებით, ჯეიმს ჰარდენის მონაგარი კი 18 ქულა და 5 პასი იყო.
აშშ-ს ნაკრებს მსოფლიო პირველობამდე კიდევ 2 ამხანაგური მატჩი
უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელები ჩ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად დომინიკელები, ფინელები, ზელანდიელები, თურქები და უკრაინელები ეყოლებათ.
აშშ – ბრაზილია 95:78 (29:15, 16:22, 23:26, 27:15)
აშშ: დევისი (20 ქ. 8 მ. 5 დ.), ჰარდენი (18 ქ. 5 პ.), ფარიდი (11 ქ. 9 მ.), ტომპსონი (10 ქ.), კარი (9 ქ.), პლამლი (9 ქ.).
ბრაზილია: სპლიტერი (16 ქ.), ბარბოზა (13 ქ.), ჰეტშაიმაირი (13 ქ.), ნენე (11 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ვარეჟაო (6 ქ. 9 მ.).