კალათბურთი

15:01 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელთა დომინაცია დომინიკასთან

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და რა გასაკვირია, რომ ამჯერადაც იოლად იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს ამერიკელებმა ჩიკაგოში ბრაზილიელებს 95:78 სძლიეს, დღეს დილით კი ნიუ იორკში დომინიკის რესპუბლიკა 43 ქულის სხვაობით – 105:62 გაანადგურეს.

მასპინძელთა რიგებში 13-13 ქულით საუკეთესონი რუდი გეი და დემარ დეროზანი იყვნენ. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღი დერიკ როუზს, თუმცა, ამერიკელთა ბანაკიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, საგანგაშო არაფერია. როუზს ტრავმა არ აქვს და მას, უბრალოდ, დასვენების საშუალება მისცეს.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს აშშ-ს ეროვნული გუნდი ნიუ იორკშივე პუერტო-რიკოს ეთამაშება და ეს, ბოლო საკონტროლო მატჩი იქნება.

უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელები ჩ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად დომინიკელები, ფინელები, ზელანდიელები, თურქები და უკრაინელები ეყოლებათ.

 

აშშ – დომინიკის რესპუბლიკა 105:62 (28:17, 25:14, 27:14, 25:17)

აშშ: დეროზანი (13 ქ. 5 მ. 6 პ.), გეი (13 ქ.), ირვინგი (12 ქ. 5 პ.), დრამონდი (12 ქ. 5 მ.), ჰარდენი (12 ქ.), ტომპსონი (11 ქ).

 

სრული სტატისტიკა

http://archive.usab.com/mens/national/14_mnt_exh_02_box.html

0.121335