კალათბურთი

1:22 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა სლოვენიელებიც გაანადგურეს

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც უკვე ესპანეთში იმყოფება, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და სლოვენია 101:71 გაანადგურა. გრან კანარიაში გამართულ თამაშში ამერიკელთა რიგებში საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.

აშშ – სლოვენია 101:71 (24:18, 22:17, 35:19, 20:17)

აშშ: დევისი (18 ქ. 11 მ. 4 ჩ. 4 დ.), ფარიდი (14 ქ.).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. ამერიკელები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად დომინიკელები, ფინელები, ზელანდიელები, თურქები და უკრაინელები ეყოლებათ.

0.124659