კალათბურთი

13:02 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა შემადგენლობა “გაცხრილეს”

ცნობილი გახდა აშშ-ს საკალათბურთო ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც გუნდი მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარსდგება. საბოლოო განაცხადში გამთამაშებელი დემიან ლილარდი, მცველი გორდონ ჰეივორდი და ფორვარდები – ჩენდლერ პარსონსი და კაილ კორვერი ვერ მოხვდნენ.

აშშ-ს ნაკრების შემადგენლობა: დემარკუს კაზინსი (საკრამენტო), სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), დემარ დეროზანი (ტორონტო), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), კენეტ ფარიდი (დენვერი), რუდი გეი (საკრამენტო), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), კაირი ირვინგი (კლივლენდი), მეისონ პლამლი (ბრუკლინი), დერიკ როუზი (ჩიკაგო), კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი).

აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელა ბოლო საკონტროლო თამაში, რომელშიც მსოფლიო პირველობის უმთავრესმა ფავორიტმა პუერტო-რიკო 112:86 დაამარცხა. ნიუ იორკში გამართულ მატჩში მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი სტივენ კარი გახლდათ 20 ქულით.

აშშ – პუერტო რიკო 112:86 (24:24, 28:23, 35:20, 25:19)

აშშ: კარი (20 ქ.), ჰარდენი (13 ქ.), გეი (13 ქ.), ფარიდი (12 ქ. 5 მ.), ტომპსონი (12 ქ.)

პუერტო რიკო: ბარეა (16 ქ.), აროიო (15 ქ.), სანჩეზი (10 ქ.).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. ამერიკელები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად დომინიკელები, ფინელები, ზელანდიელები, თურქები და უკრაინელები ეყოლებათ. 

მატჩის მიმოხილვა

https://www.youtube.com/watch?v=mI9A26nuieA

0.129866