კალათბურთი

23:29 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა მორიგი “საოცნებო გუნდის” შემადგენლობა დაასახელეს

აშშ-ს კალათბურთის ფედერაციამ იმ 28 მოთამაშის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2014-206 წლებში ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ. ჩამონათვალში 14 ის კალათბურთელი ფიგურირებს, რომელთაც აშშ-ს უპირველესი გუნდის მაისურით უკვე უთამაშია.

ესენი არიან: ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), კრის პოლი (“კლიპერსი”), დერიკ როუზი (“ჩიკაგო”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), კევინ ლავი (“მინესოტა”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), დუაიტ ჰოვარდი (“ჰიუსტონი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), დერონ უილიამსი (“ბრუკლინი”), ტაისონ ჩენდლერი (“ნიქსი”), ანდრე იგუდალა (“გოლდენ სტეიტი”) და ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”).

დანარჩენ 14 კალათბურთელს აშშ-ს ნაკრებში არასოდეს უთამაშია: პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”), კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”), დემარკუს კაზინსი (“საკრამენტო”), ანდრე დრამონდი (“დეტროიტი”), ბრედლი ბილი (“ვაშინგტონი”), გორდონ ჰეივორდი (“იუტა”), კლეი ტომპსონი (“გოლდენ სტეიტი”), კაილ კორვერი (“ატლანტა”), კენეტ ფარიდი (“დენვერი”), კავაი ლეონარდი (“სან ანტონიო”) და დევიდ ლი (“გოლდენ სტეიტი”).

აშშ-ს ნაკრების თავკაცის მაიკ კრჟიჟევსკის (დიუკის უნივერსიტეტი) დამხმარეები ჯიმ ბეიჰაიმი (სირაკუზის უნივერსიტეტი), ტომ ტიბოდო (“ჩიკაგო”) და მონტი უილიამსი (“ნიუ ორლეანი”) იქნებიან.

ამერიკელებ მსოფლიოს ჩემპიონის და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულის ტიტულების შენარჩუნებას ეცდებიან, რომლებიც შესაბამისად, 2010 და 2012 წლებში მოიპოვეს.

0.117891