ფეხბურთი

20:46 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამბროზინი: “90%-ით დარწუმებული ვარ, რომ კარიერას დავასრულებ”

37 წლის იტალიელი ნახევარმცველის, მასიმო ამბროზინის ფეხბურთიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ამბროზინი “ფიორენტინადან” წავიდა, ცნობილი გახდა, რომ ის კარიერის მხოლოდ საზღვარგარეთ გაგრძელების ვარიანტებს განიხილავდა. იმის მიუხედავად, რომ ვეტერან შუახაზელს რამდენიმე უცხოური კლუბი იწვევს, მას კარიერის დასრულება თითქმის გადაწყვეტილი აქვს.

“90%-ით დარწუმებული ვარ, რომ კარიერას დავასრულებ და მუშაობას ტელევიზიაში დავიწყებ. ვწუხვარ, რომ 20-წლიანი კარიერის შემდეგ წასვლა მიწევს, მითუმეტეს, რომ რამდენიმე უცხოური გუნდიდან შემოთავაზება მაქვს.” – აცხადებს ამბროზინი.

0.122369