კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი დანი ალვესი აცხადებს, რომ მას მადრიდის “რეალიდან” ჟოზე მოურინიოს წასვლა არ სურს.
“მოურინიოს წასვლით ჟურნალისტები უფრო ბევრს დაკარგავთ, ვიდრე ჩვენ, ფეხბურთელები. მისი წასვლა არ მინდა, რადგან კონკურენცია ყოველთვის კარგია.” – აცხადებს დანი ალვესი.
ბრაზილიელი მცველი “ბარსელონაში” ნეიმარის შესაძლო გადასვლაზეც საუბრობს: “ნეიმარზე ჩემი მოსაზრება უკვე იცით, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვტი არაა. ფული რომ მქონდეს, ტრანსფერი უკვე განხორციელებული მექნებოდა.” – ციტირებს ბრაზილიელი მარჯვენა მცველის სიტყვებს Marca.