“ბარსელონას” ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა ის კატალონიურ კლუბში.
ბოლო დროს, ალვესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლაზე ბევრი დაიწერა. დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან, “ბარსას” ლუის ენრიკე გაწვრთნის და უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელი სპეციალისტი ბრაზილიელ მარჯვენაფლანგელზე იმედებს არ ამყარებს.
საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ალვესმა ასე უპასუხა: “წასვლა მინდა? თუ ატმოსფერო არ შეიცვალა... ჩემი სურვილი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენაა, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა უნდა კლუბს.”