ფეხბურთი

18:05 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალვესი: “პსჟ დიდი კლუბია”

“ბარსელონას” მარჯვენა მცველი დანი ალვესი “პარი სენ ჟერმენს” აქებს და პარიზულ კლუბში თამაშს არ გამორიცხავს.

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ “ბარსელონა” ალვესის გაშვებას აპირებს და მისი შეძენა პსჟ-ს სურს. თუ მართლა ასე მოხდა, პარიზელებს ბრაზილიური დაცვა ეყოლებათ – დანი ალვესი, ტიაგუ სილვა, დავიდ ლუისი და მაქსველი.

“პსჟ? მიმაჩნია, რომ დიდი კლუბია. ასეთ კლუბებში თამაში მიყვარს. ვიცი, რომ დადის ხმები, თითქოს “პარი სენ ჟერმენი” ჩემი შეძენითაა დაინტერესებული. ჯერჯერობით, სიმშვიდეს ვინარჩუნებ. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა მოვიცადოთ, შემდეგ კი ყველაფერი გადაწყდება.

ნაკრებში ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენს კლუბებზეც ვსაუბრობთ. მაგალითად, ვიცი, რომ ტიაგუ სილვა პსჟ-ში ძალიან კმაყოფილია. ის ამბობს, რომ პარიზში, ფეხბურთელისთვის კომფორტის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებენ.” – ციტირებს ალვესის სიტყვებს Goal-ი.

0.115655