“ბარსელონას” მარჯვენა მცველი დანი ალვესი სათასო “ელ კლასიკოს” წინ აცხადებს, რომ მართალია, მის გუნდს უგოლო ფრე აწყობს, მაგრამ კატალონიელები მაინც მოსაგებად ითამაშებენ.
“ხელს ნულოვანი ფრეც გვაძლევს, მაგრამ ეს ჩვენს სტილში არ ზის. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და არა არსებული ანგარიშის შესანარჩუნებლად.
“რეალთან” მატჩი, რა თქმა უნდა, რთული იქნება. მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატში არცთუ კარგად ასპარეზობენ და ისინი წარმატების სხვა ტურნირებზე მიღწევას შეეცდებიან.” – ციტირებს ალვესის სიტყვებს Mundo Deportivo.