ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მცველ დანი ალვეშს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თანაგუნდელ ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაში სურს.
"ჩემი ოცნებაა ფინალში ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდეს. ველაპარაკე მესის და მისი ოცნებაც მსგავსი ფინალია. თუმცა მე მარტო ამაზე არ ვოცნობობ, მინდა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და იმედია მუნდიალზეც კარგად ვიასპარეზებთ," - განაცხადა ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით იასპარეზებს.
გიორგი ბალახაძე