მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო არ გამორიცხავს, რომ მომდევნო სეზონშიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” იასპარეზოს. ამის შესახებ El Confidencial-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, ვეტერან შუახაზელს მადრიდელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებაზე ჯერ არ საუბრობენ. ალონსო გადაწყვეტილების მიღებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ალონსოს ხილვით “იუვენტუსია” დაინტერესებული.