ფეხბურთი

18:18 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო: “ძალიან ვწუხვარ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს.

“ბაიერნთან” გამართული ნახევარფინალური შეხვედრა “რეალმა” 4:0 კი მოიგო, მაგრამ მადრიდელთა შუახაზელმა, ჩაბი ალონსომ ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მას ტურნირის ბოლო მატჩის გამოტოვება მოუწევს.

“ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ტურნირს ნახევარფინალიდან ვეთიშებოდით და როგორც იქნა, ამ ეტაპის დაძლევა მოვახერხეთ.

იმედი მაქვს, მეტი იმედგაცრუება არ იქნება და ფინალს მოვიგებთ. “ბაიერნის” წინააღმდეგ იდეალური თამაში ვაჩვენეთ.” – ციტირებს ალონსოს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.107335