თუ მადრიდულ პრესას დავუჯერებთ, “რეალის” ვეტერანი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა.
Marca-ს ინფორმაციით, მხარეებმა ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, დათმობაზე “სამეფო კლუბი” მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ალონსოსთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება და გარდა ამისა, 32 წლის ფეხბურთელს ხელფასიც მოემატება.
ივარაუდება, რომ მხარეები კონტრაქტზე ხელმოწერებს შობამდე დასვამენ.