ფეხბურთი

11:24 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალმერიაში ფრეზე გაიყარნენ

“ალმერიამ” საკუთარ მოედანზე პრიმერას დებიუტანტი “კორდობა” მიიღო. მატჩი ფრედ დასრულდა, გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვლეს, ხოლო მეორე ტაიმში გულშემატკივარს გოლი აღარ უნახავს.

მე-12 წუთზე “ალმერიას” მარჯვენა მცველმა ხოაკინ ხიმენესმა მოხდენილად ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში. ბურთი ლამაზად დატრიალდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ედგარ მენდესმა კი ხუან კარლოს აუღებელი დაურტყა.

მასპინძელთა სიხარული რამდენიმე წუთში დასრულდა. მე-19 წუთზე ყოფილმა ვალენსიელმა ნიკოლას კარტაბიამ ცაცია აამუშავა, ტექნიკურად გაცდა მოწინააღმდეგეებს, ფრიდელთან ბურთი გაითამაშა და ოდნავ მახვილი კუთხიდან შეაგდო.

დარჩენილ წუთებში გუნდები ცდილობდნენ გოლის გატანას, თუმცა ცდას შედეგი არ მოჰყვა. ბურთის ფლობაც თანაბარი იყო, რაც სატურნირო ცხრილიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობდა. ამ ეტაპზე “ალმერია” და “კორდობა” მე-17, მე-18 ადგილებს იყოფენ.

 

 

“ალმერია” – “კორდობა” 1:1 (1:1)

ალმერია, “დე ლოს ხუეგოს მედიტერანეოსი.” 14 500

ალმერია: რუბენი, დუბარბიერი, დოს სანტოსი, ხიმო, ანხელ ტრუხილიო, სორიანო (დანგდა 76), ვერზა, ედგარ მენდეზი, პარტეი, ჰემედი (პანადერო 85), ველინგტონ სილვა (ქუიქუ 65)

მწვრთნელი: ფრანცისკო

კორდობა: ხუან კარლოსი, ხოსე კრესპო, ინიგო ლოპესი, დეივიდი, ედუ კამპაბადალი (პანტიჩი 68), ბორხა გარსია (აბელ გომეზი 76), ლოპეს გარაი, როსი, ფიდელი, კარტაბია, ჰავენაარი (გილასი 60)

მწვრთნელი: ალბერტ ფერერი

მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა

გოლები: 1:0 ედგარ მენდეზი (12), 1:1 კარტაბია (19)

გაფრთხილება: დეივიდი (41), სორიანო (44), ველინგტონ სილვა (47), პარტეი (56), პანტიჩი (69), ედგარ მენდეზი (83), როსი (84), კარტაბია (87)

 

დიმა შარიქაძე

0.112054