ფეხბურთი

15:50 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ალკმაარი" შოთა არველაძის ვარიანტს განიხილავს

ჰოლანდიურ "ალკმაარს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის ხელმძღვანელობამ  გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გერტან ვერბეეკი გაშვებულია. არადა, "ალკმაარმა" წინა დღეს შინ პსვ-ს 2:1 სძლია.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, კლუბი ვერბეეკის შემცვლელად შოთა არველაძის კანდიდატურასაც განიხილავს. შოთა, გეცოდინებათ, "ქასიმფაშას" წვრთნის და მის გუნდს 6 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს. დიდი ალბათობით, ქართველი სპეციალისტი ამ ეტაპზე ვერ გადავა ჰოლანდიაში, თუმცა ინტერესი საგულისხმოა.

არველაძის გარდა, "ალკმაარის" ხელმძღვანელობა კო ადრიანსესა და ალექს პასტორის ვარიანტებსაც განიხილავს. ადრიანსე ადრეც წვრთნიდა ამ გუნდს, პასტორი კი ამჟამად "ნაიმეგენში" მუშაობს.

რა შეხსენება გინდათ, შოთა "ალკმაარის" ბომბარდირი გახლდათ, შემდეგ კი მწვრთნელადაც მუშაობდა ამ გუნდში: ლუის ვან გაალის ერთ-ერთი თანაშემწე გახლდათ და იმ სეზონში "ალკმაარი" ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. შემდეგ რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის ასისტენტადაც მუშაობდა.

 

0.135637