თამაშგარე

11:55 | 18.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალიონა სერედოვამ, მომავალში ბუფონის მწვრთნელობა გამორიცხა

ყოფილი მოდელი ალიონა სერედოვა, თავისი ქმრის, იტალიის ნაკრებისა და ტურინის ”იივენტუსის” გოლკიპერ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ამბობს, რომ ”ჯიჯისგან” მწვრთნელი არასოდეს გამოვა, რადგან ბუფონს ყველაზე მეტად რაც არ უყვარს, ეს, სხვებისთვის ჭკუის დარიგებაა...

იტალიაში გავრცელებულა ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ ”სკუადრა აძურას” გოლკიპერი, თითქოს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობას გეგმავს. სწორედ ამ ჭორს გამოეხმაურა ალიონა და ისიც თქვა, რომ ჯანლუიჯი ბუფონს, მწვრთნელობის სურვილი მისთვის არასოდეს გაუმხელია.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ, როგორც რეალობა გვიჩვენებს, ბუფონისთანა დიდი ფეხბურთელები კარგი მწრთვნელები იშვიათად ხდებიან. ამის ზუსტ მიზეზს, ალბათ, ვერავინ იტყვის, მაგრამ თითოოროლა გამონაკლისების გარდა, კარგი მწვრთნელები, ძირითადად, ყოფილი საშუალო დონის ფეხბურთელები უფრო ხდებიან.   
 

0.154761