თამაშგარე

14:27 | 28.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალიონა სერედოვა პარიზზე ოცნებობს

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერის - ჯანლუიჯი ბუფონის უმშვენიერესი ცოლი – ალიონა სერედოვა ძალიან სწუხს იმაზე, რომ მის ქმარს საფეხბურთო კარიერის დასრულება, როგორც ჩანს, ტურინში მოუწევს, რის გამოც, ვერ ასრულდება მისი ოცნება. ალიონას ოცნება კი, თურმე პარიზში ან მადრიდში რამდენიმეწლიანი ცხოვრება ყოფილა და მას ძალიან სურდა, რომ სანამ ჯიჯი ჯერ ისევ აქტიურ სპორტშია, მანამდე გადასულიყო მადრიდის ან პარიზის თუნდაც შედარებით ნაკლებად ცნობილ კლუბებში.
”ტურინი მშვენიერი ქალაქია და რა თქმა უნდა, სწორედ აქ ვაპირებთ სამუდამოდ ცხოვრებას, მაგრამ ყოველთვის ძალიან მინდოდა, რომ თუნდაც ერთი ან ორი წლის განმავლობაში, პარიზში, ანდა მადრიდში გვეცხოვრა. ეს ჩემი ქალური ახირება ნამდვილად არ გახლავთ. უბრალოდ, ხანდახან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და ცოტა ხნით სხვა ქალაქში გადასვლა ოჯახზე ძალიან კარგად მოქმედებს და მით უმეტეს, თუკი ეს ისეთი მშვენიერი ქალაქია, როგორიცაა პარიზი. ქმრისგან ვიცი, რომ პარიზს არ ჰყავს ძლიერი გუნდი და ამიტომაც გასაგებია, რომ პარიზზე არც კი ოცნებობდა, მაგრამ მადრიდში ხომ უფრო კარგი კლუბებია?! თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი მეუღლე საფეხბურთო კარიერას სწორედ ”იუვენტუსში” დაასრულებს და არსად სხვაგან” – აცხადებს, პარიზზე შეყვარებული მშვენიერი ალიონა.
ცოტა ხნის წინათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ “კალჩიოს” ბოსების მიერ შემუშავებული, იტალიური ფეხბურთის განვითარების ახალი გეგმის თანახმად, დღეს მოთამაშე ყველა პოპულარული და ცნობილი იტალიელი ფეხბურთელები აუცილებელია, რომ სხვადასხვა ასაკის ნაკრების გუნდების წვრთნის პროცესში ჩაერთონ, რადგან მათი ავტორიტეტი ახალგაზრდებზე აუცილებლად მოახდენს დადებით გავლენას. ბუფონს კი, რა თქმა უნდა, იტალიაში მართლაც რომ დიდი ავტორიტეტი აქვს. ასე რომ, დიდი შანსია, მთლად ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეულწილად მაინც ასრულდეს ალიონა სერედოვას ოცნება სხვა ქალაქში ცხოვრებასთან დაკავშირებით და ბუფონებს პარიზში თუ ვერა, რომში მაინც მოუწიოთ გადაბარგება.

0.134124