თამაშგარე

11:13 | 20.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალინა კაბაევას უშიშროება უთვალთვალებს

დღეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი ქალი, რასაკვირველია, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაა. ალინა ხომ ავადსახსენებელი ვლადიმირ პუტინის ოფიციალური საყვარელია. მოსკოვში უკვე დადის ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ ალინა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისგან ორსულადაა და სულ მალე, სამყაროს პუტინისებრი კიდევ ერთი არსება მოევლინება.
ხელახლა გაპრეზიდენტებული ვლადიმირ პუტინი ყოველმხრივ ცდილობს, რომ მასსა და კაბაევას შორის არსებული რომანი რაც შეიძლება კარგად ”შეფუთოს” და რაც შეიძლება მეტ ბურუსში გახვიოს. კაბაევას სახლთან მუდმივად პატრულირებენ რუსეთის უშიშროების თანამშრომლები, რომელთა მოვალეობაში, კაბაევას უცხო თვალთაგან მოშორებულად გადაადგილებაა.
ალინა კაბაევას ყოფილი მეგობარი, მოსკოველი ქსენია ლეგანოვა იხსენებს, რომ სანამ ვლადიმირ ვლადიმიროვოჩს გადაეყრებოდა, ალინა კაბაევა ძალიან მხიარული და საყვარელი გოგონა იყო. მაგრამ, როდესაც პუტინი ცოლ-შვილს დაშორდა და ალინას შეხვდა, კაბაევა ძირეულად გამოიცვალა. ”ახლა მასთან უბრალოდ დალაპარაკებაც კი დიდი პრობლემაა, რადგან უშიშროება ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაჰყვება” – ამბობს ქსენია ლეგანოვი.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.150649