იყო და არა იყო რა, იყო ერთი უმშვენიერესი ქალი, სახელად ალეტა ოუშენი. ერთ დღესაც, ალეტამ გადაწყვიტა, პორნოვარსკვლავი გამხდარიყო და ეს ოცნება, რასაკვირველია, მალევე აისრულა. მისი მომხიბვლელობის მქონე ქალს აბა ასეთი “მარტივი” რამ როგორ გაუჭირდებოდა?..
მაგრამ, წლები თავისას შვრება. გადიოდა დრო, ალეტაც ნელ-ნელა ბერდებოდა. ჰოდა, აბა, თუ მიხვდებით, რას ეძებს სიბერეშეპარული პორნოვარსკვლავი? თქვენ სწორად მიხვდით! რა თქმა უნდა, სიმშვიდესა და მუდმივ საყვარელს!
ბულვარული პრესა წერს, რომ ალეტა ოუშენი ბოლო დროს ცნობილ ამერიკელ ვეტერან მოკრივე მაიკ ტაისონს ხვდება. ტაისონი ამტკიცებს, მსგავსი არაფერი ხდებაო, მაგრამ ალეტა და მაიკი რამდენჯერმე ერთად შეუნიშნავთ. აბა, როგორ გინდა დაიჯერო, რომ “რკინის მაიკი” ასეთ მრავლისმნახველ ქალს შეხვდა და მათ შორის არაფერი მოხდა?..