თამაშგარე

11:21 | 13.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო მატრიმ ცოლის მოყვანა გადაწყყვიტა

ტურინის ”იუვენტუსის” ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო მატრი დაქორწინებას აპირებს. ალესანდროს ცოლად მისი დიდი ხნის შეყვარებული, ფედერიკა მარჯი მოჰყავს, რომელსაც ტურინელი მობურთალი ორ წელზე მეტია, რაც ხვდება და როგორც ანტონიო კონტეს შეგირდი ამბობს, უკვე დადგა დრო, რომ მან და ფედერიკამ შეყვარებულების სტატუსიდან ცოლ-ქმრის სტატუსში გადაინაცვლონ.
არც ალესანდრო და არც ფედერიკა აქამდე დაქორწინებულნი არ ყოფილან. მათ ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გაიცნეს და იმ დღის შემდეგ, სიყვარულის სულისდამწველი ცეცხლიც გაჩაღდა. როგორც ალესანდრო მატრი ამბობს, ის და ფედერიკა მარჯი ერთმანეთს ძალიან კარგად ეწყობიან და თითქმის ყველა თემაზე საერთო აზრი აქვთ. მათ შორის განსხვავება მხოლოდ საფეხბურთო გემოვნებაშია.
ფედერიკას ოჯახი და მშობლები მილანის ”ინტერის” თავგადაკლული ტიფოზები არიან და ”ინტერის” მოსისხლე ტურინის ”იუვენტუსს“ მომავალი სიძის ხათრითაც კი ვერ გულშემატკივრობენ. წყვილი დაქორწინებას ამ ზამთარს, სავარაუდოდ, იანვარში აპირებს. ჯვრისწერა ფედერიკა მარჯის სურვილით, სავარაუდოდ, მილანის კათედრალში შედგება.
 

0.1614