თამაშგარე

11:05 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო მატრი ცოლს ეჩხუბა

 

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო მატრი თავის ახალმოყვანილ ცოლს, ფედერიკა ნერჯის, თურმე, ისე ეჩხუბა, რომ ფედერიკა რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდანაც კი გაიქცა. არადა, სანამ მატრი ფედერიკას ცოლად მოიყვანდა, სულ ამ ქალზე ამოსდიოდა მზე და მთვარე.

ჩხუბის მიზეზი ფედერიკას ესპანეთში დაუგეგმავი ვიზიტი გახდა. ერთ-ერთ სახალხო ღონისძიებაზე, რომელიც კასტილიაში გაიმართა, ფედერიკა მეგობრებთან ერთად ისე წავიდა, რომ ქმრის გაფრთხილება დავიწყებია, რამაც სულ მთლად გადაიყვანა ჭკუიდან ისედაც ეჭვიანი იტალიელი ფეხბურთელი.

როგორც იტალიური პრესა წერს, ფედერიკა და ალესანდრო ამჟამად შერიგებულები არიან და კვლავ ერთად ცხოვრობენ. თუმცა უკვე გამოიკვეთა მათი ცხოვრების ყველაზე პრობლემური შრეები. ცოტ-ცოტა დათმობა ალბათ ორივეს მოუწევს, თორემ მუდმივად წივილ-კივილში ცხოვრება აბა რა სასიამოვნოა?!

0.149705