თამაშგარე

11:39 | 26.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიერო აფრიკელ ბავშვს იშვილებს

იტალიური და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის უბერებელ ლეგენდას – ალესანდრო დელ პიეროსა და მის პოპულარულ მეუღლეს – სონია ამორუზოს აფრიკელი უპატრონო ბავშვის შვილად აყვანა აქვთ გადაწყვეტილი. ამის შესახებ სონია ამორუზომ საჯაროდ ცოტა ხნის წინ განაცხადა. როგორც ტურინის “იუვენტუსის“ ფეხბურთელის მეუღლე ამბობს, მას და ალესანდროს აფრიკელი ბავშვის აყვანის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონიათ მიღებული და ახლა ამ გადაწყვეტილების შესარულება უნდა დაიწყონ.
ალესანდრო დელ პიეროსა და მის მეუღლეს უკვე ჰყავთ ორი საკუთარი შვილი - ტობიასი და დოროტეა, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლით იმაში, რომ მესამე შვილად უდედმამო ბავშვი იშვილონ. სონია ამორუზო ამბობს, რომ როდესაც მან და “დელპომ“ ერთმანეთი გაიცნეს, პირველივე პაემანის დროს, ალესანდრომ თავისი ოდინდელი გულის ნადები გაუმხილა და გამოუტყდა იმაში, რომ უპატრონო ბავშვის შვილად აყვანა დიდი ხანია გულში ჰქონდა ამოჭრილი და ამ საკითხზე სონიას აზრიც აინტერესებდა. საბოლოო ჯამში, წყვილი ჯერ კიდევ ქორწინებამდე შეთანხმდა იმაზე, რომ რამდენი ბავშვიც არ უნდა ჰყოლოდათ, მინიმუმ ერთი ბავშვს მაინც იშვილებდნენ და ახლა სწორედ საამისო დრო შეარჩიეს.
სოლიდური ასაკის გამო, სულ მალე ალესანდრო დელ პიერო დიდი ფეხბურთიდან წავა. რა თქმა უნდა, მეტი თავისუფალი დროც გამოუჩნდება (იმ შემთხვევაშიც კი, მწვრთნელის რანგში რომ გააგრძელოს მოღვაწეობა) და ბავშვების გაზრდაში ცოლსაც უფრო აქტიურად და ნაყოფიერად მიეხმარება.

0.160902