თამაშგარე

10:38 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრა ამბროზიო - ყველაზე შემოსავლიანი მოდელი

უპოპულარულესი ბრაზილიელი მოდელი ალესადრა ამბროზიო, რომელიც თავის დროზე, არაერთი ბრაზილიელი ფეხბურთელის გულისსწორი იყო, ბოლო ერთი წლის მონაცემებით, მსოფლიოში ცნობილ მოდელებს შორის, ყველაზე შემოსავლიანი ქალი გახდა.

ამბროზიო მთელს მსოფლიოშო ცნობილი ბრენდების სახედ ითვლება და როგორც ირკვევა, დაახლოებით 11 სხვადასხვა სახის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის გაყიდვები, დიდწილად, სწორედ ამ შხვართი ქალის ცნობადობაზე და იმიჯზეა დამოკიდებული.

ერთადერთი, რაზეც ეს მშვენიერი ქალბატონი სწუხს ისაა, რომ ვერა და ვერ მოახერხა პირადი ცხოვრების აწყობა. ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, რადგან მისი ცხოვრების დაძაბული გრაფიკისა და გამუდმებული ვოიაჟების ატანა, ძალიან ბევრ მამაკაცს გაუჭირდება...

 

0.13433