ფეხბურთი

13:05 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესმა მხარი დაიზიანა

კატალონიის “ბარსელონასა” და ჩილეს ეროვნული ნაკრების შემტევი ალექსის სანჩესი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (2:0) დაშავდა. ფრანგული მედიის ცნობით, 25 წლის გარემარბს მხარი აქვს დაზიანებული.

ტრავმის სიმძიმეს დეტალური სამედიცინო შემოწმება გაარკვევს. ჩილელი ექიმები სანჩესის ჯანმრთელობის მდგომარეობას უახლოეს პერიოდში შეაფასებენ.

დიდი ალბათობით, სანჩესი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

 

0.108712