“ბარსელონაში” ჩატარებული ზედიზედ მე-2 წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, კატალონიელთა ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი თვითკრიტიკაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საკუთარ თავს დიდ ფეხბურთელად მიიჩნევს.
“ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვარ. თავს კლუბისთვის და ნაკრებისთვის მნიშვნელოვან მოთამაშეთ ვთვლი. კარგად ვიცი, როგორი ფეხბურთელი ვარ. ვიცი, რომ დიდი ფეხბურთელი ვარ და თამაშების მოგება შემიძლია. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ვრჩები მიუხედავად იმისა, გავიტან გოლს თუ არა.” – ციტირებს სანჩესის სიტყვებს Sport-ი.