ინტერვიუები

14:18 | 6.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე: “გაზაევის ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრებს სულ სხვა პასუხისმგებლობა ექნება”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის ნაკრები ადგილობრივმა  სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას.
ალექსანდრე ჩივაძე: “განვლილ ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა ყველას იმედი გაუცრუა. ჩეხეთთან მოგებულ პირველ მატშიც კი ჩანდა, რომ სასტარტო შემადგენლობის ზოგიერთი ფეხბურთელი ფიზიკურად მომზადებულნი არ იყო. ისინი თამაშიდან აშკარად ამოვარდნილი იყვნენ. იგივე არშავინი კარგ პასებს აკეთებდა, მაგრამ ისე არ მუშაობდა, როგორც თანამედროვე ფეხბურთშია საჭირო – წინ და უკან. ახლა ბევრი სირბილია საჭირო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდი, გულშემატკივრების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა გვქონდა. ბიჭები ბოლომდე უნდა დაიხარჯონ და ადგილზე არ უნდა გაჩერდნენ. ისე გამოდის, რომ კლუბებში ბოლომდე იხარჯებიან, ხოლო ნაკრებში მოვალეობას იხდიან. აიღეთ ესპანეთი, რომელმაც ყველაფერი მოიგო, იტალია, გერმანია, სხვა გუნდები – იქ ყველა ბოლობდე იხარჯება. რაც შეეხება რუს მოთამაშეებს, ღმერთმა მათ ჯანმრთელობა მისცეს. მათ უკვე დააგროვეს გარკვეული ქონება, მაგრამ ნაკრები მთავარია. არ მინდა მკვეთრად ვილაპარაკო, მაგრამ ისე გამოდის, რომ ეროვნულ ნაკრებში ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობენ”.   
- ახლა შეიძლება რუსეთის ნაკრებს სათავეში კვლავ უცხოელი ჩაუდგეს. გუს ჰიდინკისა და დიკ ადვოკატის შემდეგ, პრესის მთელი ყურადღება ფაბიო კაპელოზე და ხოსეპ გვარდიოლაზე კონცენტრირებული...
- უცხოელი მწვრთნელი ეს არის ჯოხი ორი დაბოლოებით.
- რუსებს შორის ყველაზე ხშირად ვალერი გაზაევს ასახელებენ...
- ვალერას საუცხოოდ ვიცნობ და ვთვლი, რომ თავისი საქმით ყველას ყველაფერი დაუმტკიცა. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრებს სულ სხვა პასუხისმგებლობა ექნება. ახლა კი შეხედეთ, რუსეთის ნაკრებმა წაგება ვერ მოასწრო, რომ ადვოკატი უკვე სამშობლოში გაფრინდა.
- თქვენი აზრით, რუსეთის საფეხბურთო კავშირს სათავეში ვინ უნდა ჩაუდგეს?
- იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც რუსეთში ვიცნობ ფეხბურთში ყველაზე კარგად ვიაჩესლავ კოლოსკოვი ერკვევა. თქვენ მის ცოდნასა და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.11736