სამარის “კრილია სოვეტოვის” კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი პრობლემად არ მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში მისი გუნდიდან, თავდამსხმელებზე ხშირად მცველებს გააქვთ გოლები.
- ბოლო პერიოდში, “კრილიაში” მცველებს გაცილებით მეტი გოლი გააქვთ, ვიდრე თავდამსხმელებს. ამის მიზეზი რა არის და ეს ფაქტი გუნდისთვის პრობლემას რამდენად წარმოადგენს?
- ვფიქრობ, ეს პრობლემა არაა. პირიქით, უკეთესია, როდესაც მცველებს გააქვთ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიტანს? მთავარია, გავიტანოთ. ცუდია, რომ ვერ ვიგებთ, ფრეები საკმარისი არაა.
- გოლები რამდენად ხშირად გაგაქვთ? თქვენთვის განვლილი თამაში განსაკუთრებული იყო?
- სასიამოვნოა, რომ გავიტანე, სხვა არაფერი. სახლში ვთამაშობდით და სამი ქულის აღების იმედი გვქონდა. “ურალი” კარგი გუნდია, რომელსაც ასევე გამარჯვება სურდა. ამასთანავე, მოედანიც კარგ მდგომარეობაში არ იყო. პრინციპში რთული მატჩი გამოდგა.
- “ურალს” სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს. ელოდით, რომ მეტოქე ორი თავდამსხმელით ითამაშებდა? თამაშისთვის მზადების პერიოდში, სწრაფი შეტევებისთვის გამკლავებას როგორ ვარაუდობდით?
- ჩვეულებრივ ვემზადებოდით. ახალი არაფერი ყოფილა. ვიცოდით, რომ “ურალი” კარგი გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე თამაშობს. პრინციპში, მეტოქეს ორიოდე მომენტი ჰქონდა.
- ალბათ, ცუდი ხარისხის მოედანმა ბევრი ძალა წაგართვათ. ოთხშაბათს, “ზენიტთან” მატჩისთვის ძალების აღდგენას მოასწრებთ?
- ვნახოთ. თამაში გვიჩვენებს.