თბილისის “დინამოსთან” მარცხის (0:1) შემდეგ დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ალექს ტეიშეირამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა.
- ალექს, შეგვიძლია თბილისის “დინამო” შეკრებაზე უძლიერეს მოწინააღმდეგედ მივიჩნიოთ?
- არა. მეტოქემ მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, იმათგან ყველაზე ძლიერია, ვისთანაც ავსტრიაში გვითამაშია.
- “შახტარამდე” თბილისელები კიევის “დინამოს” ეთამაშნენ. შემდეგ კიეველთა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა თქვა, ქართველებს მეტად ათლეტური გუნდი ჰყავთო. ასეა?
- დიახ. მათ დღესაც დაამტკიცეს, რომ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული.
-ეს იყო “შახტარის” მარცხის მიზეზი?
- არა-არა. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. მომენტებიც საკმაოდ შევქმენით. უბრალოდ, ცოტა არ გაგვიმართლა.