მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ დევიდ მოიესს გუნდში უდიდესი მხარდაჭერა აქვს.
“წითელ ეშმაკებში” მიმდინარე მოვლენებზე ფერგიუსონი Sky Sports-ს ესაუბრა.
“დევიდისთვის ფანტასტიური წარმატება იქნება, თუ ჯილდოს მოიგებს. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ლიგის თასი იქნება, ინგლისის თასი, პრემიერლიგა თუ ევროთასი. “მანჩესტერისთვის” ყოველთვის პრიორიტეტი იყო ტიტულის მოგება და დევიდმა ეს კარგად იცის. ვიმედოვნებ, ის მიზანს მიაღწევს. მოიესს კლუბში უდიდესი მხარდაჭერა აქვს. “მანჩესტერ იუნაიტედში” მენეჯმენტის საკითხი უმაღლეს დონეზეა დაყენებული, მაგრამ ყველა გუნდს სჭირდება იღბალი და ვიმედოვნებ, ის ჩვენც გვექნება. პრემიერლიგის მოგება იოლი არ იქნება, რადგან მინიმუმ ექვსი ისეთი გუნდია, რომლებიც ტიტულისთვის მოპოვების რეალური კანდიდატია” - განაცხადა ფერგიუსონმა.