თამაშგარე

15:09 | 6.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალენ აივერსონი გაკოტრების პირასაა

ნბა-ს ყოფილი ვარსკვლავი ალენ აივერსონი ყოველთვიურ გადასახადებს ვერ აუდის და ვალებში იხრჩობა, თუმცა თავის ძვირადღირებულ „მაიბახზე“ უარს მაინც არ ამბობს.
აივერსონმა ახლახან თავის ყოფილ ცოლზე, ტავანა აივერსონზე საჩივარი შეიტანა სასამართლოში. დაშორების შემდეგ ექსმეუღლე ალენისგან იმაზე ბევრად მეტ ფულს ითხოვს, ვიდრე ნბა-ს ყოფილ ვარსკვლავს შეუძლია გადაუხადოს.
საჩივარში აივერსონი აცხადებს, რომ ყოველთვიურად მისი შენატანი 62500 აშშ-დოლარს შეადგენს და ის კეთილსინდისიერად იხდის ყველაფერს. სინამდვილეში კი მისი ყოველთვიური ხარჯი ბევრად მეტია და 30 კალენდარულ დღეში 358276 დოლარს შეადგენს.
რაღა აწუწუნებს ვარსკვლავს?!
ამ თანხის დიდი ნაწილი, უფრო ზუსტად კი 125749 დოლარი სხვადასხვა კრედიტების, მათ შორის ძვირფასი სამკაულების ხარჯის დაფარვას ხმარდება, დანარჩენი კი იპოთეკას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, საწოლსაც კი აუქციონზე გაუყიდიან, სახლზე რომ არაფერი ვთქვათ.
ალენი ასევე არ ერიდება იმ თანხების დასახელებას, რაც ეხარჯება ქიმწმენდაზე - 1000 დოლარი, 10000 - ტანსაცმელზე,  კიდევ ერთი 10000 საოჯახო ნივთებზე, 5-5 ათასი კი გართობასა და რესტორნებში.
ადამიანს, რომელმაც თავისი კარიერით 150 მილიონზე მეტი დააგროვა, შემოსავლის 90% ვალებში მისდის.
ამ ვალების მიუხედავად, აივერსონი კრედიტს ისევ არ შეუშინდა და ამჯერად 240 ათასად შეფასებული „მაიბახის“ ვალიც დაიმატა.
 

0.210013