ფეხბურთი

18:43 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის უპირველეს შემცვლელად ინძაგი სახელდება

 

“მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, ფილიპო ინძაგიმ შეცვალოს. ამის შესახებ, იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყება.

4 ტურის შემდეგ, “მილანს” 4 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი უკავია. მწვრთნელის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაციაც, სწორედ არსებული შედეგიდან გამომდინარე გავრცელდა.

 Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მომავალი ორი კვირა, რომლის განმავლობაშიც “მილანი” იტალიის ჩემპიონატში ტურინის “იუვენტუსს” უნდა შეხვდეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსს”, ალეგრის მილანურ კარიერაში, გადამწყვეტი აღმოჩნდება.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი ინძაგი, ამჟამად, “მილანში” სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელია. 

0.105707