ფეხბურთი

17:09 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის ბედი 10 დღეში გაირკვევა

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ საზოგადოება 10 დღეში შეიტყობს, დარჩება “მილანში” თუ სხვა კლუბში განაგრძობს კარიერას. ჯერჯერობით, იტალიელი სპეციალისტი დუმილს ამჯობინებს.

“სადღეისოდ, ჩემს მომავალზე არაფრის თქმა მინდა. 10 დღეც მაცადეთ, შემდეგ კი, აუცილებლად შეიტყობთ, დავრჩები თუ არა “მილანში”, - განუცხადა ალეგრიმ Sky Sport Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიასაშუალებები ალეგრის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ “რომას”, მაგრამ მოგვიანებით, თავად სპეციალისტმა “ჯალოროსიში” შესაძლო გადასვლა უარყო.

 

0.139829