ფეხბურთი

19:36 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ ბერძნები უარით გაისტუმრა

“მილანის” ყოფილმა დამრიგებელმა, მასიმილიანო ალეგრიმ საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია 46 წლის სპეციალისტს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაბარებას სთავაზობდა, მაგრამ იტალიელმა მწვრთნელმა საკლუბო ფეხბურთში მუშაობის სურვილი გამოთქვა.

“საბერძნეთიდან კონკრეტული წინადადება გვქონდა, მაგრამ მასიმილიანომ უარი განაცხადა, რადგან მას, ახალ სეზონში, რომელიმე კლუბის ჩაბარება სურს.” – აცხადებს ალეგრის მრჩეველი მიკელე ფლორა.

0.15902